Accessibility links

კობო აბე და ქვიშის იმპერია


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, მწერლის, დრამატურგის, ფოტოგრაფისა და გამომგონებლის, „იაპონელ კაფკად“ წოდებული კობო აბეს საკულტოდ ქცეულ რომანზე „ქალი ქვიშაში“, რომელიც 1962 წელს გამოიცა. როგორც ძველ ბერძნებს ჰქონდათ ათენი და ძვ.წ. მეხუთე საუკუნე, ასე ჰქონდათ იაპონელებს მეოცე საუკუნე, სავსე ტრაგედიითა და ბრწყინვალებით და ისეთი დიდი სახელებით, როგორიცაა აკუტაგავა რიუნოსკე, იასუნარი კავაბატა, იუკიო მიშიმა, კენძაბურო ოე. ამ თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მნათობია კობო აბე, განათლებით ექიმი, იაპონური აბსურდის, ეგზისტენციალიზმისა და უმიზეზო განსაცდელის დიდი პოეტი, იაპონელი კამიუ, სარტრი და კაფკა ერთდროულად. „ქალი ქვიშაში“ მოგვითხრობს სკოლის მასწავლებელზე, რომელიც მწერებზე სამეცნიერო ნადირობითა და ენტომოლოგიითაა გატაცებული და ამ მიზნით სამდღიან შვებულებას აიღებს, რომ ახალი სახეობის მწერი მოინადიროს და მწერთა ატლასში თავისი გვარი გააჩინოს. კაცს ძიუმპეი ნიკი ჰქვია. ქვიშაში ჩაფლულ სოფელში დაუღამდება და ადგილობრივები ღამის გათევას შესთავაზებენ. როგორ აღმოჩნდა ქალაქელი კაცი ორმოში ქვიშისა და სოფლის ტყვედ, როგორ დახვდა მას მასპინძელი ქალი, რა სამუშაო დაეკისრა გარემოებათა მონად ქცეულ მასწავლებელს, როგორ იბრძოლა მან თავისუფლებისთვის და როგორ თქვა ბოლოს უარი წინა ცხოვრებაში დაბრუნებაზე, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG