Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბოდან შემოთვლილი სიყვარული


ლიტერატურული გადაცემა "წახნაგები" რუბრიკით Omnia vincit amor (ყველაფერს ამარცხებს სიყვარული) გთავაზობთ საუბარს სიყვარულზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ წიგნზე, უილიამ ფოლკნერის შედევრზე – "სული რომ ამომდიოდა" და მის ცენტრალურ პერსონაჟზე – ადი ბარდენზე, მრავალშვილიან დედაზე, რომელმაც ცოდვის შვილი, ჯუილი გამოარჩია და ყველაზე უფრო შეიყვარა; გარდა ამისა, დაიბარა, ჩემს ნათესავებთან დამკრძალეთო. და დაიწყო მისი კუბოს ოდისეა ვიდრე ჯეფერსონამდე – მოგზაურობა სავსე ფათერაკებითა და მოულოდნელობებით. რატომაა უკანონო სიყვარული ნამდვილი და კანონიერი – უზნეო, რას ნიშნავს დედის სიყვარული, რომელსაც სიცოცხლეში ვერ უპასუხა შვილმა და ეს ვალი მიცვალებულს დაუბრუნა, რატომ ამოიღო შუა რომანში ხმა მიცვალებულმა – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG