Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერენტი გრანელი – Memento mori


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს უაღრესად გამორჩეულ, უცნაურ და ორიგინალურ პოეტზე, ტერენტი გრანელზე და მის საუკეთესო ლექსზე – memento mori. „ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება“ – ასე იწყება ეს შედევრი, რომელშიც „თეთრი მარადისობის“ „ზეციური არსება“, ტერენტი გრანელის ლირიკული გმირი მიღმური სამყაროდან დაჰყურებს უბადრუკ აქაურობას. მშვენიერი ქართული მითი ამბობს, თითქოს მთაწმინდაზე მცხოვრებმა ტერენტი გრანელმა დაწერა და ზარატუსტრასავით სასწრაფოდ დაეშვა ბარში და ოპერასთან გალაკტიონს გადაეყარა და თავისი ახალდაწერილი შედევრი წაუკითხა. გალაკტიონმა სამჯერ გაამეორებინა ლექსი, „კაია ძამიკოო“, უთხრა, წავიდა და პოეტი გაოგნებული დატოვა. მეორე დღეს, როდესაც ტერენტი გრანელი ისევ შეხვდა გალაკტიონს და მასთან ჩხუბი დააპირა, მაგრამ გალაკტიონმა გუშინდელი ლექსი ზეპირად უთხრა, აღაფრთოვანა და საბოლოოდ პოეტების შეხვედრა დუქანში დასრულდა. რას ნიშნავს memento mori, რა განსხვავებაა გალაკტიონსა და ტერენტი გრანელს შორის, რატომ არ მოსწონს ლექსის ლირიკულ გმირს სამი ივნისი, რატომ სჯობია მას 13 ივნისი, რატომ არ უნდოდა გმირს აქაური ყოფა, რომელ სამყაროს მიელტვის მისი პოეზია, რატომ მიაჩნია თავი, დემონი გალაკტიონისგან განსხვავებით, ტერენტი გრანელს ანგელოზად – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG