Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლერი აბულაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა


აპრილში ლერი აბულაძე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 60 კილოგრამში შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.
აპრილში ლერი აბულაძე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 60 კილოგრამში შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე 2023 წლის საუკეთესო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავედ დასახელდა.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ლერი აბულაძე 13 თებერვალს, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დააჯილდოვა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების ლიდერს შარშანდელი წარმატებები დაუფასეს - 2023-ში მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაუმარცხებლად იჭიდავა და „ოქროს დუბლი“ შეასრულა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი კი ლერი აბულაძისთვის წარუმატებელი გამოდგა - მეოთხედფინალში წააგო და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

აპრილში ლერი აბულაძე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა - 60 კილოგრამში შეეცდება პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას, რადგან მისი წონა ოლიმპიურ პროგრამაში არაა შეტანილი.

XS
SM
MD
LG