Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლექსი ვეფხისა და მოყმისა


ლექსი ვეფხისა და მოყმისა
please wait

No media source currently available

0:00 0:31:46 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართული ხალხური პოეზიის შედევრზე, ბალადაზე „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, რომელიც პირველად დავით ხიზანიშვილმა ჩაიწერა 1887 წელს, ხოლო სრულად – ვახტანგ კოტეტიშვილმა 1927 წელს.

ბალადა ორი ნაწილისგან შედგება, პირველში ნადირობა და სასიკვდილო შეტაკებაა, მეორეში – დედის დატირება და მტრის დედის ძიება. როგორც აგამემნონმა მოკლა არტემისის ღვთიური ირემი, ისე პირშიშველმა ყმამ მოკლა ღვთაებრივი ბერხენი ჯიხვი, რამაც საბოლოოდ ვეფხვთან დაპირისპირება გამოიწვია.

ვისი შვილია ადამიანი – დედისა თუ ბუნებისა, რატომ იბრძვიან „ხთის“ თვალებიანი ვეფხი და „არაჭკვიანი“ მოყმე და რატომ მიუწევს შვილმკვდარ დედას გული ვეფხის დედისკენ, რატომაა ვაჟკაცობა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი, – ამაზე ვისაუბრებთ გადაცემაში.

XS
SM
MD
LG