Accessibility links

ოტელო – გენერალი და პაიკი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური შექსპირის ერთ-ერთი საუკეთესო ტრაგედიის პროტაგონისტზე, ვენეციელ მავრ ოტელოზე. ბრწყინვალე სტრატეგოსი, მჭევრმეტყველი გენერალი, შავკანიანი ბუმბერაზი, რომელიც უამრავი განსაცდელის გამო შეიყვარა მასზე ბევრად უმცროსმა, ვენეციელი პატრიციის ასულმა დეზდემონამ. სამხედრო, რომლის წინაშეც თრთოდნენ ოსმალები, უმწეო პაიკი აღმოჩნდა ადამიანში განსხეულებული სატანის, იაგოს ხელში. შექსპირისთვისაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ ამ ტრაგედიაში ოტელოს თითქმის თანასწორი ვიზავი ჰყავს სწორედ იაგოს სახით. რა მასალებს დაეყრდნო ამ ურთულესი სახის შექმნისას შექსპირი, რა იყო ცნობილი შექსპირის ეპოქაში აფრიკელი მავრების შესახებ; ვინ იყო ვენეციელი მაურიციო ოტელო, რას ჰყვებოდა უსახელო მავრ გენერალზე ბოკაჩოს მოსწავლის, ჯამბატისტა ჩინტიოს „ჰეკატონმითის“ ერთ-ერთი მოთხრობა; რა კავშირშია ყველაფერ ამასთან „ათას ერთი ღამის“ ცნობილი მოთხრობა „სამი ვაშლი“; მართლა ეჭვიანია ოტელო, თუ პირიქით, ზედმეტად მიმნდობი, ან იქნებ ერთდროულად ეჭვიანიცაა და მიმნდობიც – სწორედ იმათ ენდობა, ვისაც არ უნდა ენდობოდეს და იმაზე ეჭვიანობს, ვისზეც არ უნდა ეჭვიანობდეს; რატომ არ მოუსმინა ოტელომ დეზდემონას, რატომ არ მისცა ერთი დღე, ერთი ღამე, ერთი საათიც კი; რატომ შეაჩერა ვენეციელები თავისი ცნობილი მონოლოგით – „ჯერ შეიცადეთ, ვინემდე წახვალთ“; რატომ ილაპარაკა თვითმკვლელობის წინ ვინმე „თავს რიდე-დგმულ ოსმალოზე, სიამაყით გულმოცემულზე“, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG