Accessibility links

site logo site logo

ქართული ოცნების ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის პირველი ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 7 ივნისს გაიმართა. პარტიას „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ ერქმევა და მისი დამფუძნებლები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი არიან.

"ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის“, - ამბობს ჯაში.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, ხოლო პოლიტსაბჭოს თავჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე.

ახალი პარტიის წევრებმა ქართული ოცნება 2019 წელს დატოვეს. ნაწილმა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო, ხოლო ნაწილმა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG