მერიის უჩუმრად გაკეთებული ბაღი
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა და ადგილობრივებმა ერთ ღამეში კიდევ ერთი ბაღი მოაწყვეს. ჩარგეს ნაძვები, დაამონტაჟეს სკამები და საქანელები. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან „ანას ბაღთან“ წამოწყებულ მშენებლობას და სურთ, თავისუფალი ტერიტორია წინასწარ დაიკავონ, რათა მერიამ მისი გასხვისებაც ვერ შეძლოს. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“