მაშინ როდესაც, „ქართულ ოცნებას“ არსენალში აქვს იარაღი/კანონები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ძალადობის ათობით საქმე, მზიას პატიმრობა ქართული ჟურნალისტიკის ახალი, მძიმე, და ჯერ გამოუცდელი გამოწვევაა.
რა გავლენა ექნება ამ შემთხვევას სხვა გამოცემებსა და ჟურნალისტებზე და საქართველოს მოქალაქეებზე? როგორია ქვეყანა, რომელიც ჟურნალისტებს ციხეში უშვებს? როგორია ნეტგაზეთის და ბათუმელების ცხოვრება მათი დამფუძნებლის დაპატიმრების შემდეგ და რა ვიცით თავად მზიას მდგომარეობის შესახებ?
ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შევეცდებით ბათუმელების ჟურნალისტთან, მანანა ქველიაშვილთან და პროექტ 64-ის წარმომადგენელთან, მრავალი წლის განმავლობაში როიტერის ჟურნალისტთან, მარგარიტა ანთიძესთან.
ფორუმი