დაკარგული 8 ½
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე იხსენებს ბავშვობას, მოსკოვში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის წლებს, კომუნისტური სისტემის ცენზურას და მის ლეგენდარულ ფილმებზე მუშაობის უცნობ ამბებს საბჭოთა საქართველოში. „მე მინდოდა, რომ მიხეილ კობახიძის კინემატოგრაფიული ანდერძი გადამეღო“ - ამბობს ლაშა ოთხმეზური, ფილმ „დაკარგული 8 ½-ის“ სცენარისტი და რეჟისორი, რადიო თავისუფლების ავტორი. ეს ცნობილი ქართველი რეჟისორის ბოლო ინტერვიუა. საუბრები მასთან ჩაწერილია 2017-2018 წლებში, თბილისში. ფილმი შექმნილია სტუდია "ნალის" მიერ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ლაშა ოთხმეზურთან ერთად დოკუმენტურ მასალაზე მუშაობდნენ რეჟისორი ვახტანგ ვარაზი და პროდიუსერი ირაკლი სოლომანაშვილი. 80 წლის რეჟისორი მიხეილ კობახიძე 2019 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
ეპიზოდები
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში