რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს რენესანსის ეპოქის უდიდეს მოაზროვნეზე, ესსეს ჟანრის შემქმნელზე, ფრანგული ბაროკოს ლიტერატურის ვარსკვლავზე, ფილოსოფოსზე, მთარგმნელზე, იურისტზე, ესეისტზე, ავტობიოგრაფზე, პოლიტიკოსზე, მორალისტსა და მწერალზე მიშელ დე მონტენსა და მის magnum opus-ზე, „ესსეებზე“. საფრანგეთის ისტორიაში ამ მოღვაწეს უდიდესი როლი აქვს შესრულებული, თავად კათოლიკე, იგი შუამავლის როლს ასრულებდა კათოლიკე მეფე ანრი III-სა და ჰუგენოტ მეფე ანრი IV-ს, („ნავარელს“) შორის. „ესსეები“ უამრავ საკითხს მოიცავს, თუმცა ჩვენი ყურადღება სიკვდილისა და ბავშვთა აღზრდის საკითხებით ამოიწურება. ციცერონის თანახმად, სიკვდილისათვის თავის შემზადება ფილოსოფოსობაა. მონტენის მოძღვრების თანახმად, ამქვეყნიური სიბრძნისა და განსჯის მთავარი მიზანი ადამიანებისათვის სიკვდილისადმი შიშის დაძლევის სწავლებაა. ჩვენი გონება ან დაგვცინის, ან მხოლოდ ერთი მიზნისათვის – ჩვენი სურვილების დაკმაყოფილებისათვის – იღვწის, მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ კარგად ვიცხოვროთ...
ეპიზოდები
-
მაისი 17, 2023
უკვდავი ანა კალანდაძე
-
მაისი 04, 2023
ლევან ბერძენიშვილი: გრანდიოზული მაჰაბჰარატა
-
აპრილი 26, 2023
მთაწმინდელები: მუხრან მაჭავარიანი
-
აპრილი 19, 2023
ათას ერთი ღამე
-
მარტი 29, 2023
გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი
-
თებერვალი 23, 2023
ზაზა ბურჭულაძე, ვარდის სურნელი