29 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში - მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ჩხრეკის კადრები, რაც ბინებიდან ვნახეთ, არაერთ კითხვას აჩენდა არასრულწლოვანების უფლების, ჩხრეკის მიზნის და პროცედურული დარღვევების შესახებ. ნანუკა ჟორჟოლიანთან და ალეკო ცქიტიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ ჩხრეკის ფორმებსა და შინაარსზე, მიზანზე და ამ ამბის გაგრძელების შესაძლო სცენარებზე.
ნანუკა ჟორჟოლიანი, ალეკო ცქიტიშვილი - რა ხდება, თუ შენი სახლის გასაჩხრეკად სისხამ დილას მოდიან - პოდკასტი 2150
ეპიზოდები
-
მაისი 15, 2025
რეპორტიორები ძალადობის პირისპირ - ნოდარ მელაძე
-
აპრილი 16, 2025
სად დგას ეკლესია? - პოდკასტი 2150
ფორუმი