Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიული წიგნის კლუბი


ნორვეგიული წიგნის კლუბი
please wait

No media source currently available

0:00 0:30:23 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლების პოდკასტმა „წიგნებმა“ დაასრულა გადაცემების ციკლი რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“. როგორც ცნობილია, ნორვეგიულმა წიგნის კლუბმა 2002 წელს თავისთან მიიწვია მსოფლიოს 66 ქვეყნის 100 ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი თუ გამომცემელი, რათა შეექმნა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო წიგნების ასეული.

ნორვეგიის დედაქალაქში უამრავმა დიდმა მწერალმა მოიყარა თავი, აქ იყვნენ მაშინდელი და მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატები: ნადინ გორდიმერი, დორის ლესინგი, ჰერტა მიულერი, ვიდიადხარ ნაიპოლი, ორჰან პამუქი; უბრალოდ, დიდი მწერლები: ჯულიან ბარნსი, ზიგფრიდ ლენცი, მილან კუნდერა, კრისტა ვოლფი, ასტრიდ ლინგრენი, ჯონ ლე კარე, ნორმან მეილერი, პოლ ოსტერი, ალენ რობ-გრიე, სალმან რუშდი, მიშელ ტურნიე, ვოლე შოინკა. ასე შეიქმნა ყველა დროის საუკეთესო წიგნების ასეული.

პირველ ადგილზე გავიდა „დონ კიხოტე“. შემდეგი ადგილები ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ასი წიგნიდან ოთხი ფიოდორ დოსტოევსკიმ დაწერა, სამ-სამი: შექსპირმა, ტოლსტოიმ და კაფკამ, ორ-ორი: ჰომეროსმა, ფლობერმა, ვირჯინია ვულფმა, თომას მანმა, უილიამ ფოლკნერმა, გარსია მარკესმა...

XS
SM
MD
LG