Accessibility links

პერსონაჟი: ანტიგონე


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ პერსონაჟზე, სოფოკლესეულ ანტიგონეზე, პატარა გოგოზე, რომელიც სახელმწიფო მანქანას დაუპირისპირდა და მთელი მსოფლიო გააოცა თავისი ძალით, სიმტკიცით და ვაჟკაცობით. როდესაც ძვ.წ. 441 წ. სოფოკლემ „ანტიგონე“ დადგა, ტრაგედიამ დიდ დიონისიებზე, ტრაგიკოსთა კონკურსში უპირობო გამარჯვება მოიპოვა. წარმატება იმდენად თავბრუდამხვევი იყო, რომ ავტორი სტრატეგოსად აირჩიეს. მართალია, თანამემამულეთა ეს გადაწყვეტილება დრამატურგს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, თუმცა მან გამოავლინა, რა მნიშვნელობა მიანიჭა ათენის საზოგადოებამ „ანტიგონესა“ და მის იდეოლოგიას. რატომ იწვევს სოფოკლეს ეს ტრაგედია დღემდე გაცხოველებულ კამათს მეცნიერებაში; რატომ ვერ თანხმდებიან კლასიკოსი ფილოლოგები და დიდი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი; რა პრეტენზია გამოთქვა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ; რა არის ე.წ. დაწერილი და დაუწერელი კანონები; არის თუ არა ტრაგედიაში დაპირისპირება ოჯახსა და საზოგადოებას შორის; არის თუ არა კანონი, ამ შემთხვევაში, მეფის ბრძანება უკანასკნელი ინსტანცია, თუ არსებობს რაღაც, რაც მასზე მაღლა დგას; რა უფლებები აქვს მიცვალებულს; რას ნიშნავს „დაგვიანების“ ტრაგედია; როგორ ამოქმედდა ანტიკურ ტრაგედიაში ე.წ. „დომინოს პრინციპი“, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG