Accessibility links

site logo site logo

პერსონაჟი: თავადი მიშკინი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის შედევრის, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტის“ მთავარ პერსონაჟზე, თავად ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინზე, რომელსაც ხელნაწერში ავტორი „თავად ქრისტედ“ მოიხსენიებს ხოლმე. მიშკინის სახე შექმნილია ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი სახის – ესაა სახარებების მაცხოვარი და სერვანტესის დონ კიხოტე (ესპანურის სპეციალისტები ამ ფორმის ხმარებას გვთხოვენ) შერწყმით. დოსტოევსკიმ განიზრახა, დაეხატა აბსოლუტურად დადებითი პერსონაჟი, რაც ლიტერტურაში ურთულესი ამოცანაა. საბოლოო ჯამში, მან ეს შეძლო, ოღონდ მისმა აბსოლუტურად დადებითმა გმირმა სიცოცხლე შვეიცარიის კლინიკაში დაასრულა, როგორც უკურნებელმა ავადმყოფმა, იდიოტმა სამედიცინო გაგებით. დონ კიხოტეზე ყველა იცინოდა, მიშკინზეც ყველა იცინის. რატომ იყო „იდიოტი“ დოსტოევსკის საყვარელი რომანი; რატომ უსვამენ ხაზს, რომ იგი ევროპაში დაიწერა; როგორ აუდიოდა თავადი მიშკინი ორ სამკუთხედში მონაწილეობას (ერთის მხრივ, ნასტასია ფილიპოვნასა და აგლაიასთან, მეორე მხრივ, ნასტასია ფილიპოვნასთან და რაგოჟინთან); როგორ შეიძლებოდა, ადამიანს მკვლელისთვის ბოლომდე გაეგო, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG