Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: მადამ დე რენალი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი შედევრის, სტენდალის „წითელი და შავის“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მადამ დე რენალის, შესახებ. ეს, ერთი შეხედვით, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უხმაურო და უპრეტენზიო პერსონაჟია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ეს ძალიან რთული პერსონაჟია. იმ ამბავმა, რომ „წითელი და შავის“ გამოქვეყნებას ფლობერის „მადამ ბოვარის“, იბსენის „თოჯინების სახლის“, ტოლსტოის „ანა კარენინასა“ და, განსაკუთრებით, „კრეიცერის სონატის“ მსგავსად, სკანდალი არ მოჰყოლია, არ უნდა შეგვაცდინოს. სკანდალი სტენდალმა მხოლოდ იმით აიცილა თავიდან, რომ მისი რომანი თითქმის არავის წაუკითხავს, მისმა პოპულარობამ „სულ რაღაც“ ასიოდე წლით დაიგვიანა. მართალია, ეს დიდი მწერალი მისმა თანამედროვე ლიტერატურულმა გიგანტებმა, ონორე დე ბალზაკმა და ვიქტორ ჰიუგომ, შეამჩნიეს, ამას მკითხველზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია. ჟულიენ სორელიც და მადამ დე რენალიც თავის დროს ელოდებოდნენ. და მაინც, რატომ უნდა მოეხდინა სკანდალი „წითელსა და შავს“? თუნდაც იმიტომ, რომ ამ წიგნში გლეხმა ბიჭმა სოციალურ კიბეზე ის ადგილი მოითხოვა, რომელიც მას „არ ეკუთვნოდა“ და, მეორეც, წიგნში აღწერილია სრულიად დაუშვებელი ადიულტერი: მასში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლუიზ დე რენალი, ფარული საყვარლიდან ქმრის აშკარა, საჯაროდ გამოცხადებული მოღალატე ხდება და ჟულიენის თავის მოკვეთის შემდეგ სახლშიც კი ბრუნდება. მოკრძალებული მადამ დე რენალი მოულოდნელად გიგანტურ ამბოხებულ ფიგურად იქცევა...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG