Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი რესპუბლიკა - ბრიტანულ არქივებში


პირველი რესპუბლიკა - ბრიტანულ არქივებში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დიდი გულშემატკივრის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურები ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკას 2018 წლის ზაფხულში გადაეცა. უორდროპის შთამომავლებს ქართველმა ისტორიკოსმა, პირველი რესპუბლიკის მკვლევარმა, ბექა კობახიძემ მიაკვლია და ისინი ბოდლიანის ბიბლიოთეკას ხელახლა დააკავშირა - დღიურებით სავსე ჩემოდანიც ბოდლიანს ამ ამბის შემდეგ გადასცეს. National Geographic საქართველომ კი მისი გადაღებისა და გავრცელების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ბექა კობახიძე საქართველოს ამ სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს უკვე წლებია იკვლევს და ბრიტანეთის არქივებში 100 წლის წინანდელი საქართველოს შესახებ არაერთი აქამდე უცნობი და უნიკალური დოკუმენტი აღმოაჩინა. ვრცელი სტატია უორდროპის დღიურებსა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიანი დამოუკიდებლობის შესახებ ბრიტანეთის არქივებში დაცულ დოკუმენტებზე, ასევე იმაზე, თუ როგორი იყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციები 1918-1921 წლებში და რა გახდა დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზი, National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. ეს ვიდეო კი, რომელიც მომზადებულია National Geographic საქართველოს და რადიო თავისუფლების თანამშრომლობის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, მოკლედ მოგითხრობთ „ბრიტანეთის კავკასიის“ ამბავს. ამბავს, რომლის შესახებ 2019 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ასი წლისთავზე, ბექა კობახიძის წიგნიც გამოვა.

XS
SM
MD
LG