Accessibility links

პოლიტიკური კოშმარი და ლიტერატურული შედევრი - უელბეკის „მორჩილება“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ავტორზე, მიშელ უელბეკზე და ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სკანდალურ წიგნზე, „მორჩილებაზე“. 2015 წლის 7 იანვარს ფრანგული ჟურნალი „შარლი ებდო“ გარეკანზე მიშელ უელბეკის გამოსახულებით და მისი ახალი რომანის გამქირდავი სტატიით გამოვიდა. სწორედ ამ დღეს განხორციელდა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერაქტი, რომელმაც თორმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს ერთ-ერთი საყვარელი დედაქალაქი ტერორიზმის საკბილოდ აქცია. ვინაიდან თავდასხმა ისლამისტმა რადიკალებმა განახორციელეს, ხოლო უელბეკი თავის რომანში სწორედ ისლამისტების სავარაუდო გამარჯვებაზე წერდა საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მწერალმა თავისი წიგნის სარეკლამო კამპანია შეწყვიტა, რამაც პარადოქსულად კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარულობა. ის ამბავი, რომ 2015 წელს გამოცემული წიგნი ქართულად იმავე წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმანით, უკვე მიუთითებს წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. როგორ გამოიცნო უელბეკმა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე წამყვანი პარტია დამარცხდებოდა და მანამდე არარსებული პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებდა? მართლა ისლამოფობი, ქსენოფობი და ქალთმოძულეა ჩვენი ავტორი? მართლა ელოდება ევროპას ისლამიზაცია, მართლა შეასწრებენ საქართველოს ევროკავშირში არაბული ქვეყნები და მართლა დაახრჩობს მორჩილება თავისუფლების იდეას? - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG