Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ უცხოელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე სკვერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ უცხოელს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქეა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული“, - აცხადებენ შსს-ში.

უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG