“მიმდინარე დემონსტრაციების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პარლამენტის სიახლოვეს უცხოელების დაკავების შემთხვევები იყო. ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მიტინგებზე დასწრებისგან, თავი აარიდონ პოტენციურად საფრთხის შემცველ ადგილებს და დაემორჩილონ სამართალდამცავების მითითებებს.
საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორებიცაა ბათუმი და ქუთაისი”, - წერია განცხადებაში.
საქართველოს ტურიზმისთვის პოლონეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ სტუმარს ქვეყანა სწორედ პოლონეთიდან იღებს. წელს პირველ სამ თვეში პოლონეთიდან საქართველოში 11 734 ვიზიტი შედგა.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.
იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვის წინა ღამეს მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება 21:00 საათიდან დაიწყეს აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 06:00 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ 13 მაისის დილას აქციის 20 მონაწილე დააკავა, მათ შორის რამდენიმეზე იძალადეს. შსს-ის ინფორმაციით, დღეს დაკავებულთაგან ორი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი კი - რუსეთის.
ფორუმი