Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან რასინის „ფედრა“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ჰიბრიდულ შედევრზე, ჟან რასინის „ფედრაზე“, რომელიც ერთდროულად არის პოეზიისა და დრამატურგიის შედევრი. ფრანგული კლასიციზმის უდიდესმა წარმომადგენელმა, ჟან რასინმაб უდიდეს თეატრალურ წარმატებას ძველი ბერძნული მასალის საფუძველზე შექმნილი დრამებით მიაღწია; მან შექმნა არისტოფანესეული „კრაზანების“ ფრანგული ვერსია, „მოდავენი“, და ევრიპიდესეული „ანდრომაქეს“, „იფიგენიისა“ და „ჰიპოლიტოსის“ რეპლიკები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსისა“ და სენეკას „ფედრას“ საფუძველზე შექმნილი შედევრი „ფედრა“. მინოსისა და პასიფაეს ასული, აიეტისა და კირკეს დისშვილი, მედეას მამიდაშვილი ფედრა მსოფლიო ლიტერატურის ქალთა სახეებში უმნიშვნელოვანეს ადგილს სწორედ რასინის გავლენით იკავებს. ამავე დროს, ამ ტრაგედიაში რასინისეულმა კლასიკურმა ფრანგულმა თორმეტმარცლიანმა, ე.წ. ალექსანდრიულმა, ლექსმა განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია. რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფრანგული თეატრის კორიფეები, რასინი და მოლიერი; რატომ აჯობა ბერძნული სამყაროს გადმოცემაში რასინმა თავის უფროს კოლეგას, პიერ კორნელს; რატომ გადაიტანა რასინმა ჰიპოლიტოსიდან აქცენტი ფედრაზე; რატომ შემოიყვანა ფრანგმა დრამატურგმა ახალი პერსონაჟი, პალასის ასული, არიციას სახით; როგორ იქცა ევრიპიდეს ქალთმოძულე ჰიპოლიტოსი შეყვარებულ იპოლიტად; როგორ შემოიტანა ავტორმა ფედრას ეჭვიანობის სრულიად ახალი მოტივი; რატომ თქვა რასინმა ათწლიანი უაღრესად წარმატებული დრამატურგიული კარიერის შემდეგ თეატრზე უარი; რა გავლენა ჰქონდა იანსენისტებს თავიანთ აღსაზრდელზე, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG