Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა სამი გოგო გყავს - რატომ ითხოვს საზოგადოება ვაჟს?


როცა სამი გოგო გყავს - რატომ ითხოვს საზოგადოება ვაჟს?
please wait

No media source currently available

0:00 0:09:23 0:00

თეკლა გვანცელაძეს და შოთა ბერულაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავთ. თეკლა თავადაც სამ დას შორს უფროსი დაა. მის ოჯახში არასოდეს არავის გამოუთქვამს საყვედური ან წუხილი ვაჟის არყოლის გამო. მხოლოდ ხანდახან, ოჯახში სტუმრად მისული რომელიმე ახლობელი თუ იხუმრებდა, ერთი ბიჭი როგორ დაგამშვენებდათო.

მაგრამ როცა თეკლა თავად იყო მესამე შვილზე ფეხმძიმედ და მის გარშემო ადამიანებმა შეიტყვეს, რომ მესამეც გოგო ჩნდებოდა, მათი რეაქცია სწორედ ასეთი იყო: უი, მესამეც გოგოა? - არ ესიამოვნა, რადგან მისთვის, როგორც დედისთვის, მთავარი შვილის ჯანმრთელობა იყო და არა მისი სქესი.

თეკლა, რომელიც ამ დროს 32 წლისა იყო, პირველად დაფიქრდა სერიოზულად, რომ შესაძლოა, დედამისსაც ამას ეუბნებოდნენ. შესაძლოა, ისიც გრძნობდა საზოგადოებისგან წამოსული მოთხოვნით გამოწვეულ უხერხულობას.

ამ ვიდეოში თეკლა და შოთა სწორედ ამაზე ლაპარაკობენ - სამი ქალიშვილის ყოლაზე, საზოგადოების შეფარულ ზეწოლასა და უკბილო ხუმრობებზე და გამოსავალზეც.

XS
SM
MD
LG