Accessibility links

logo-print logo-print

სტენდალი სიყვარულის შესახებ


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ თეორიულ გამოკვლევაზე, რომელსაც ეწოდება „სიყვარულის შესახებ“ და პლატონის „ნადიმის“ შემდეგ წარმოადგენს ამ გრძნობის შესახებ დაწერილ მსოფლიო შედევრს. სტენდალმა სიყვარულის ოთხი სახეობა გამოჰყო: 1. სიყვარული-ვნება, ე.წ. პორტუგალიელი მონაზვნის ვნება; 2. სიყვარული-გატაცება (მეტი გონება და ნაკლები ვნება); 3. ფიზიკური სიყვარული (სექსი); 4. სიყვარული-ამპარტავნობა (სატრაბახო ურთიერთობა მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთან; როგორც ერთ ქალბატონს უხუმრია, ბურჟუასათვის ჰერცოგის ასული ოცდაათზე მეტის არასოდეს არ არისო). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სტენდალმა ნებისმიერი სიყვარულისთვის შვიდი ფაზა გამოჰყო. სიყვარულის შვიდი ფაზა ასეთია: 1. აღფრთოვანება; 2. ფიქრი იმაზე, „რა იქნება, რომ...“ 3. იმედი; 4. იბადება სიყვარული; 5. პირველი კრისტალიზაცია; 6. ეჭვი; 7. მეორე კრისტალიზაცია. პირველსა და მეორე ფაზას შორის შეიძლება წელიწადმა ან მეტმა გაიაროს; მეორე და მესამე ფაზას შორის შეიძლება გავიდეს ერთი თვე; მესამესა და მეოთხეს შორის მანძილი საერთოდ არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სტენდალის თეორიაში გახლავთ კრისტალიზაცია. რა არის კრისტალიზაცია და რა კავშირი აქვს მას მოცარტის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგთან და იქ არსებულ მარილის საბადოებთან; რატომ მოსდევს სიყვარულის ობიექტის გაიდეალებას აუცილებელი ეჭვი და სატრფოსთან შესაძლო განშორება; როგორ იბადება მეორე კრისტალიზაცია; რა კავშირშია სტენდალის თეორია სიყვარულის თანამედროვე თეორიებთან, მაგალითად, რ. სტერნბერგის ტრიანგულარულ თეორიასთან, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG