დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუროგატი დედების შესახებ რადიო თავისუფლებამ 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
პოლიციამ უკვე მოისმინა 16 სუროგატი ქალის ისტორია, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს უჩივიან. ქალები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ დაპირებული ჰონორარი, რომელიც ათიათასობით დოლარს შეადგენს, არ გადაუხადა.
შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.
ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი - სუროგატი დედები ძირითადად ამ ქვეყნებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.
“ამ დროში, ასეთ მონობაში აღმოვჩნდით და არავინ დასჯილა” - სუროგატი დედები გამოძიების პასუხს ელიან
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
ფორუმი