Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დარტყმის შემდეგ რუსული Ozon-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი იწვის

Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი უკრაინულმა მხარემ პირველად დააზიანა.
Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი უკრაინულმა მხარემ პირველად დააზიანა.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა, რომ გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა ქალაქ ჩაპაევსკში რუსული კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს.

რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებზეც კომპლექსის თავზე კვამლის დიდი ღრუბლები ჩანს. გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ხანძარი ფართოვდება.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია გზები. ხანძრის მასშტაბი „ძალიან დიდია“.

ფედორიშჩევმა ასევე განაცხადა, რომ დაზიანებულია „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ობიექტი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.

„ამ დროისთვის ცნობილია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ყველას სამედიცინო დახმარება უტარდება“, - განაცხადა გუბერნატორმა. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად დაშავდნენ ეს ადამიანები.

უკრაინულ დრონებს არაერთხელ მიუტანიათ იერიში უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის, საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე, თუმცა Ozon-ის მსხვილი ობიექტი უკრაინულმა მხარემ პირველად დააზიანა.

კომპანიის ინფორმაციით, ჩაპაევსკში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში ყველაზე დიდი უნდა გამხდარიყო - საერთო ფართობით 135 ათასი კვადრატული მეტრი, წერს „ბიბისი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG