Accessibility links

ფოტოგალერეა: "ფორსაჟი 9"-ის გადაღებისთვის რუსთაველი გადაიკეტა

27 აგვისტოდან მოძრაობა ყველასთვის აკრძალულია რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებს შორის. რუსთაველის გამზირზე ჰოლივუდის ფილმის - "Fast and Furious 9"-ის გადაღება მიმდინარეობს, რომელიც პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. ქვეითების გადაადგილება რუსთაველის გამზირზე მხოლოდ 21:00 საათიდან 07:00 საათამდეა ნებადართული. დღის განმავლობაში კი, ტურისტებსა და ადგილობრივ მისახლეობას მოძრაობა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებით უწევთ. დაკეტილია გამზირზე მდებარე ყველა მაღაზია. გადაღებებს ხელს არ უშლის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია და ის ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჰოლივუდის გადამღები ჯგუფი მანამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მუშაობდა, სადაც ასევე შეზღუდული იყო მოძრაობა.

XS
SM
MD
LG