Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრთხილად, ჭავჭავაძეზე „ხაფანგებია“


ფრთხილად, ჭავჭავაძეზე „ხაფანგებია“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

მეოთხე თვეა, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაობი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. ტერიტორია არ არის სათანადოდ დაცული, თხრილები არ არის შემოსაზღვრული მყარი ღობეებით, ღიად არის დატოვებული ღრმა ორმოები და ქვეითად მოსიარულეთათვის არ არის სპეციალური ნიშნები, რომლებიც მათ უსაფრთხოს გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, თხრილში მოზარდი ჩავარდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 16 სექტემბერს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG