Accessibility links

ქვიარ დების გარბენი თავისუფლებისა და ეკოლოგიისთვის


ქვიარ დების გარბენი თავისუფლებისა და ეკოლოგიისთვის
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

12 მაისს, ლისის ტბაზე ქვიარ დების გარბენი გაიმართა. წელს, გარბენის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა ქვიარ და მწვანე პოლიტიკის საკითხები. გარბენის მონაწილეებს სჯერათ, რომ ქვიარ და მწვანე მოძრაობებს ბევრი საერთო ამოცანა აქვთ - სოციალურად სამართლიანი, თანასწორი და უსაფრთხო გარემო ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ასაკის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, საცხოვრებელი ადგილის, აღმსარებლობის თუ წარმომავლობისა. გარბენის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა თანაბარი "წარმატებით" უწყობს ხელს ადამიანთა დისკრიმინაციას, როგორც გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ისე - ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოებებით.

XS
SM
MD
LG