შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და ექვსი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანახმად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.
მეორე მათგანის ჩრეკის შედეგად „ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა“.
მესამის შემთხვევაში - პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს, მეოთხეს კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა ჰქონდა თან.
სამეგრელოში დაკავებულ ერთ-ერთ პირს თან ორი პისტოლეტი ჰქონდა - მჭიდითა და ორი ვაზნით.
იმერეთში - რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.