Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქრუთის მკვიდრთა პროტესტი თბილისში ინაცვლებს


2019 წლის 5 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაწყებული სოფელ შუქრუთის მკვიდრთა პროტესტი, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გრძელდება.

10 ოჯახი შუქრუთიდან თბილისში 30 მაისს, დილით ჩამოვიდა. წუხანდელი ღამე მათ საელჩოსთან, მანქანებში გაათენეს. ისინი ამბობენ, რომ აშშ-ის საელჩოსთან იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნების მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება.

მადნის მოპოვებით დაზარალებულთა რიგით მეოთხე აქცია 105-ე დღეს ითვლის. 21 დღეა შუქრუთელები ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან შიმშილობენ. ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ.

10 ოჯახი წარმომადგენლები, რომლებიც შუქრუთიდან თბილისში ჩამოვიდნენ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სათანადო კომპენსაციის გაცემას და შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას მოითხოვენ. შუქრუთელების თქმით, მოპოვებითმა სამუშაოებმა მათი სახლები დანგრევის პირას მიიყვანა, ეზოებში კი დიდი ღრმულები და ნაპრალებია გაჩენილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილს მცირე კომპენსაციები გადაუხადა და კაბალურ ხელშეკრულებებზე, შანტაჟისა და დაშინების გზით მოაწერინა ხელი.

31 მაისს, “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანია თანახმაა, ოჯახების ზარალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასოს. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს შეთავაზებული კომპენსაციები არ აკმაყოფილებთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, გასაცემი კომპენსაცია 80-დან 200 ათას ლარამდეც კი მერყეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG