Accessibility links

2020 წლის პარლამენტში მაქსიმუმ 30 ქალი პარლამენტარი იქნება


ცესკომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლის პროცესი დაასრულა და, შესაბამისად, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი პარტიიდან ვინ ხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

მოქმედ პარლამენტში 21 ქალი დეპუტატია. კვოტირება კანონში ამ არჩევნებისთვის ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად შევიდა - პარტიებს მოეთხოვებოდათ, რომ მინიმუმ ყოველ მეოთხე კანდიდატად ქალი დაესახელებინათ.

ცესკოს ამ მონაცემებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მაქსიმუმ 30 ქალი დეპუტატი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქალი დეპუტატი, რომელიც პროპორციული სიით მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს, ის სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლდება.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არ ენდობიან ცესკოს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიერ წარდგენილი ქალი კანდიდატები (14) საერთო რაოდენობას გამოაკლდებიან და პარლამენტში 16 ქალი დეპუტატი დარჩება.

შედეგების მიხედვით, მაჟრიტარულ ოლქებში ყველგან "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტიას მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი ჰყავდა დასახელებული.

პარტიების მიხედვით ქალი პარლამენტარები გახდებიან:

“ქართული ოცნება” - 16 ქალი დეპუტატი

  1. თეა წულუკიანი;
  2. მარიამ ქვრივიშვილი;
  3. მაია ბითაძე;
  4. მარიამ ბოჭორიშვილი;
  5. მარიამ ლაშხი;
  6. ნინო წილოსანი;
  7. ეკა სეფაშვილი;
  8. ელისო ბოლქვაძე;
  9. რიმა ბერაძე;
  10. ირმა ზავრადაშვილი;
  11. ქეთი დუმბაძე;
  12. ხატია წილოსანი;
  13. მაია მენაღარიშვილი;
  14. ანა ბუჩუკური;
  15. თამარ ტალიაშვილი;
  16. ნინო ლაცაბიძე (მაჟორიტარი კანდიდატი).

"ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" - 9 ქალი დეპუტატი

  1. ხატია დეკანოიძე;
  2. სალომე სამადაშვილი;
  3. ხათუნა სამნიძე;
  4. ნატო ჩხეიძე;
  5. თამარ კორძაია;
  6. თინათინ ბოკუჩავა;
  7. ეკატერინე ხერხეულიძე;
  8. ნონა მამულაშვილი;
  9. ანა წითლიძე (დაემატა "ჩამკეტი მექანიზმის" გამო "ქართული ოცნებისთვის" ჩამორთმეული მანდატის გამო).

"ევროპული საქართველო" - 1 ქალი დეპუტატი

  1. ელენე ხოშტარია.
  • როგორც პარტიაში განმარტეს, ეს სია პირობითია და დამოკიდებულია იმაზე, ვინ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს მაჟორიტარული წესით.

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2 ქალი დეპუტატი

  1. თაკო ჩარკვიანი;
  2. თეონა აქუბარდია.

"ლელო" - 1 ქალი დეპუტატი

  1. ანა ნაცვლიშვილი.

"პატრიოტთა ალიანსი" - 1 ქალი დეპუტატი

  1. ირმა ინაშვილი.

ქალი დეპუტატები არ ეყოლებათ “მოქალაქეებსა” და “ლეიბორისტულ პარტიას”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG