Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის


ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი.

ხაბეიშვილმა კვირას „ფორმულის“ ღამის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა მან.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, „თქვენ გარიცხეთ? გაუშვით“, პასუხად ხაბეიშვილმა თქვა: „თქვენ თუ კონკრეტული საბუთი გაინტერესებთ, მოგვწერეთ, იურიდიულად თუ გინდათ, და გიპასუხებთ, და საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი და არ წარმოადგენს პარტიას“.

„მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თუმცა ნიკა მელიას მსგავსი რამ არ განუცხადებია.

ჯერჯერობით მელიას არ გაუკეთებია კომენტარი ხაბეიშვილის ნათქვამზე.

მოგვიანებით ამავე გადაცემაში ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ფურცელზე დაუწერა კითხვა, რის შემდეგაც ხაბეიშვილმა ამავე ფურცელს მიაწერა: „არ არის, არ წარმოადგენს. ლ. ხაბეიშვილი“.

XS
SM
MD
LG