ჯონ მაკკეინი - ამერიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი
ჯონ მაკკეინი - ამერიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი, კაცი, რომელსაც ბევრჯერ გამოუხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ცოცხალი აღარ არის. ის 81 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად. ყოფილი სამხედრო მფრინავი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ექვსი წელი დაყო ტყვეობაში, ექვსჯერ აირჩიეს არიზონის შტატის წარმომადგენელ რესპუბლიკელ სენატორად, მაგრამ ამაო გამოდგა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების ორი მცდელობა. ის მრავალი წელი ხელმძღვანელობდა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, ითვლებოდა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტად. მსოფლიოში ამ, ალბათ, ყველაზე ცნობილ ამერიკელ სენატორს 2017 წლის ივლისში დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე, რასაც მკურნალობის მძიმე ფაზა მოჰყვა. ბოლოხანს მაკკეინი შინ, არიზონაში, ოჯახისა და მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებდა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"