რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედებაზე. ანდერსენი ჭეშმარიტი კონტრასტების კაცი იყო: მეწაღისა და მრეცხავის ოჯახში დაიბადა და დანიის მეფის მეგობარი იყო; უფროსებისთვის წერდა და ყოველთვის საბავშვო მწერლად ითვლებოდა; თავისი ზღაპრებიდან ყველაზე მეტად „ქალთევზა“ („სირინოზი“) უყვარდა და სამყარომ „თოვლის დედოფალი“ გამოარჩია… სამი ათასზე მეტი ზღაპარი დაწერა, მსოფლიოს 125 ენაზეა თარგმნილი, ბევრ ქვეყანაში (მათ შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც) ტირაჟების რეკორდსმენი იყო და არის. ანდერსენი „ვარდისფერი“ მეზღაპრე არაა, იგი სერიოზული მწერალი და დიდაქტიკოსია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ამკვიდრებს სათნოებასა და ცხოვრებისეულ სიმტკიცეს.
ეპიზოდები
-
მარტი 29, 2023
გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი
-
თებერვალი 23, 2023
ზაზა ბურჭულაძე, ვარდის სურნელი
-
თებერვალი 08, 2023
ჭოლა ლომთათიძე. "წიგნები"
-
თებერვალი 01, 2023
მონტენი. ესსეები
-
დეკემბერი 14, 2022
ნიკო ლორთქიფანიძე - თავსაფრიანი დედაკაცი
-
დეკემბერი 08, 2022
ფლობერი, გრძნობათა აღზრდა