გორის ციხის ახალი სიცოცხლე
გორის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაბულენოვანი ოქროს მონეტა იპოვეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რომელ ეპოქას განეკუთვნება ეს მონეტა. გათხრები ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში დაიწყო, რომელიც გორის ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეების შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გამაგრდება ციხის კედლები, საიდანაც ყოველ გაზაფხულზე ადგილობრივ მოსახლეობას ქვათაცვენა აწუხებდა. ციხეზე არსებულ ყოფილ წყლის რეზერვუარში საბრძოლო იარაღების მუზეუმის მოწყობა იგეგმება, გორის ციხეზე განთავსდება საქართველოს თავდაცვითი ნაგებობების მაკეტიც. ციხის ფერდობებზე კი - 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე - სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სამუშაოებს კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებს.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი