ვის უნდა მიენიჭოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი?
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იდეის თანახმად, ქვეყანაში უნდა დადგინდეს, რომელ ოჯახს ეთქმის მრავალშვილიანი, განისაზღვროს მისი სტატუსი, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიემართოს სწორედ მრავალშვილიან ოჯახებზე, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრიორიტეტულ ჯგუფზე. ეს არის ერთი ნაწილი იმ დემოგრაფიული პოლიტიკის მხარდაჭერისა, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა ატარებს. საკომიტეტო მოსმენისას აღინიშნა, რომ მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი ოთხი და მეტი შვილის მშობელს უნდა მიენიჭოს, რათა მათ სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათები მიიღონ, რასაც უმრავლესობის მხრიდანაც გარკვეული შენიშვნები მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატმა სტატუსის მიცემა სამშვილიანი მშობლებისთვისაც მოითხოვა.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ