Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე უნგრეთში ორბანს შეხვდა, CPAC-ის კონფერენციაზე ისაუბრა ილია II-ზე

ირაკლი კობახიძე დღეს დილას ვიქტორ ობანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე დღეს დილას ვიქტორ ობანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დღეს, 2026 წლის 21 მარტს უნგრეთში კიდევ ერთხელ შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) - მისი სიტყვით გამოსვლა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაეთმო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და „ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა“.

„შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში“, - წერს ადმინისტრაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG