მიწისძვრა ავღანეთში: „პირველივე შერყევაზე ყველა სახლი ჩამოინგრა“
მიწისძვრა ავღანეთში
2440 ადამიანი დაიღუპა, 10 ათასამდე კი დაშავდა, - ასეთია ავღანეთის კატასტროფების სამინისტროს 9 ოქტომბრის დილის მონაცემები. ავღანეთში შაბათს, 7 ოქტომბერს 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ირანის საზღვართან, ჰერათის პროვინციაში. ამ რეგიონში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი მთაგორიანია და მიწისძვრებიც ხშირად იცის. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7 ოქტომბერს, ჰერათში 9 მიწისძვრა მოხდა, აქედან ოთხი საკმაოდ ძლიერი - 10:41 საათზე - 6.3 მაგნიტუდა, 10:49 საათზე - 5.5, 11:10 საათზე – 4.7, 11:12 საათზე – 6.3.
ყველაზე მეტად დაზარალდა ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ტალახისგან შელესილ სახლებში ცხოვრობდა.
„პირველივე შერყევაზე ყველა სახლი ჩამოინგრა, - უთხრა ფრანს-პრესს ჰერათის მცხოვრებმა ბაშირ აჰმადმა, - ვინც სახლში იყო, შიგვე ჩაიმარხა. ზოგიერთი ოჯახის შესახებ დღემდე არაფერი ვიცით“.
თალიბანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2000 სახლზე მეტი დაინგრა ან დაზიანდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულთა რიცხვი 11 000-ზე მეტი უნდა იყოს.
მიწისძვრა ავღანეთში
ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ სახლების ქვეშ მოყოლილი ადამიანები გამოიყვანონ. ცოცხლად გადარჩენილები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ. გაერო ვარაუდობს, რომ ჰერათის პროვინციის, ზინდაჯანის რაიონის 11 სოფელში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ყველა სახლი დაინგრა.
„რაც გვქონდა, ყველაფერი ქვიშად იქცა. დავიწყეთ მუშაობა ნიჩბებით და რაც ხელში მოგვხვდა იმით, რომ ნანგრევებიდან ქალები და ბავშვები ამოგვეყვანა. 20-30 კაცი დაგვეღუპა. აღარაფერი დაგვრჩა, არც საბნები, არც სხვა რამ“, - ეუბნება „როიტერსს“ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ნეკ მოჰამადი.
მიწისძვრის ეპიცენტრში ჩავიდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები. მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი ვაჰიდ ამანი აცხადებს, რომ ჰერათის პროვინციაში უკვე რამდენიმე ათას ადამიანს მიაწოდეს სურსათი: „მზად ვართ, 20 000-მდე ადამიანს დავეხმაროთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ გაეროს სურსათის სააგენტო მზად არის ეს რიცხვი 70,000 ადამიანამდე გაზარდოს.
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივებს ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენასა და მკურნალობაში ეხმარებიან. მოხალისეებმა ადგილზე სატვირთო მანქანებით საკვები, კარვები, საბნები ჩაიტანეს.
ავღანეთში ხშირია მიწისძვრები, განსაკუთრებით ჰინდუქუშის მთათა სისტების გასწვრივ, რომელიც ევრაზიისა და ინდოეთის ტექტონიკურ ფილებს შორის არის მოქცეული. მძლავრი მიწისძვრა იყო ავღანეთში 2022 წელსაც, მაშინ ფაქთიკის პროვინციაში ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგი ავღანეთში
1/14
8 ოქტომბერი, მამაკაცს, ზინდა ჯანის რაიონიდან, ხელში შვილის ცხედარი უჭირავს.
მიწისძვრის შემდეგ ადგილზე ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჩავიდნენ და საკვების დარიგება დაიწყეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
2/14
ავღანელები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეძებენ.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი ვაჰიდ ამანი აცხადებს, რომ სააგენტო მზად არის, 70 ათას ადამიანს სურსათით დაეხმაროს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
3/14
მამაკაცი ტირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
4/14
ჭირისუფლები ახლობლების საფლავებთან.
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივებს ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენასა და მკურნალობაში ეხმარებიან.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
5/14
ავღანელები საფლავებს თხრიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვი 11 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
7/14
ბიჭი კატით ხელში დანგრეული სახლის წინ ზის.
ავღანეთის კატასტროფების სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 2440 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით - 10 000, დაზიანდა ან განადგურდა 2000-ზე მეტი სახლი.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
8/14
მამაკაცები მიწისძვრით დაშავებულებს ეძებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
9/14
მამაკაცი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლს ათვალიერებს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
10/14
ადგილობრივები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ, ეძებენ სახლებში მოყოლოლთა ცხედრებს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
11/14
ბინდდება, ავღანელი მამაკაცი ისევ მიწისძვრის მსხვერპლებს ეძებს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
12/14
ავღანელი ქალები ახლობლებს გლოვობენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
13/14
ღამდება და კაცები ცდილობენ ნივთები გადაარჩინონ.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 30 კილომეტრში ქალაქ ზინდა ჯანიდან, სადაც დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
14/14
მიწისძვრებისგან დანგრეული სახლი.
საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
Previous slide
Next slide
ავღანეთის მიწისძვრა წლის მესამე ყველაზე ტრაგიკული მიწისძვრაა, მანამდე იყო 6 თებერვლის მიწისძვრა, რომელსაც თურქეთსა და სირიაში 60 ათასამდე ადამიანი შეეწირა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 7.7 მაგნიტუდის იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით - 7.8 მაგნიტუდის. განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალსაც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ასევე ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 8 სექტემბერს მაროკოში. მისი ეპიცენტრი მარაკეში-საფის რეგიონში, ქალაქ მარაკეშიდან დაახლოებით 72 კილომეტრში, ატლასის მთებში მდებარეობდა. მაროკოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 11 სექტემბერს, გამოქვეყნებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.