"ამ პროცესმა არ უნდა გააძლიეროს მიხეილ ჩინჩალაძის კლანი"
3 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომაზე, მანამდე არსებულ პრობლემებზე და დღევანდელ კონტექსტში არსებულ კითხვებზე. ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა მიმდინარე კვირაში გამართული სხდომის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ნინო გვენეტაძე და რომელზეც ინტენსიურად მსჯელობდნენ სასამართლო სისტემაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ნაზი ჯანეზაშვილი იმასაც შენიშნავს, რომ არათუ ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის ალბათობის შთაბეჭდილება არ დარჩენია, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შვებულებაში გასვლასაც არ გეგმავდა. "სიურპრიზი იყო მისი გადაწყვეტილება ჩემთვის", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყვება ვითარებაზე საბჭოში, იხსენებს სხდომას, რომელზეც ნინო გვენეტაძემ თავი ძალადობის მსხვერპლად გამოაცხადა, აღწერა ძალა, რომელიც საბჭოს მართავს. ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ახლა არის რისკი, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევა საბჭოს მმართველი კლანის გაძლიერებით დასრულდეს და აცხადებს, რომ ახალი თავმჯდომარის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ ის "არ უნდა იყოს მიხეილ ჩინჩალაძესთან დაახლოებული პირი".
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან