მისი თქმით, გულრიფშის რაიონის „პროკურატურა“, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მომხდარის გარემოებების და მიზეზების დასადგენად შემოწმებას ატარებს.
ჯინჯოლია „უშუალოდ მონაწილეობს ინციდენტის სავარაუდო თვითმხილველი არასრულწლოვანების დაკითხვაში“.
„ეს ტრაგიკული შემთხვევა ნათელი დასტურია იმისა, რომ სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის პრობლემის თვალსაზრისით აფხაზეთი გამონაკლისი არაა. ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში კვლავ სერიოზულ და მტკივნეულ პრობლემად რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ ბავშვების ეფექტური დასაცავად აუცილებელია საკანონმდებლო ზომების მიღება ოჯახში ძალადობის კრიმინალიზებისთვის“, - განაცხადა ბავშვთა „ომბუდსმენმა“.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „აფსნიპრესმაც“ გაავრცელა:
„2026 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 22:50 საათზე, არასრულწლოვანი გაბრიელა ბესლანოვნა ლახინა, დაბადებული 2022 წელს, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. ბავშვს თავის, სახის, ტანის, ზედა და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გოგონას გარდაცვალება დაადასტურეს 2026 წლის 8 აპრილს, დილის 4:00 საათზე“.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. „გამოძიების შედეგების საფუძველზე მომხდარს სისხლის სამართლებრივი შეფასება მიეცემა.“
ფორუმი