ABC News-ის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების დროს დაკავებულთა ჯგუფში გარდაცვლილი 50-ე ადამიანია.
„ართმელაძე 22:37 საათზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. უინის [ლუიზიანა] სასჯელაღსრულების ცენტრის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და სიცოცხლის გადარჩენის ზომები მიიღეს...
სიცოცხლის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ვინ პარიშის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა. მისი გარდაცვალების მიზეზს გაკვეთის შედეგად დაადგენენ“, - წერია ICE-ს ვებგვერდზე.
ართმელაძე ნიუ-ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს - ეს ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.
„ICE-მ ის დააკავა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში დარჩენის კანონიერი სტატუსი“, - განაცხადა სააგენტომ.
საქართველოს მოქალაქე 4 ივნისს გარდაიცვალა.
ფორუმი