Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მეომარი ვლადისლავ როჟკოვსკი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მარიან კუშნირი უკრაინის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

"მარიან კუშნირმა, რადიო თავისუფლების ომის რეპორტიორმა კიევის ოლქში დრონები იერიშის შედეგად ცეცხლმოდებული ბინიდან გამოიყვანა ოთხი წლის ბავშვი. ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ადამიანები ჰყავს...“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
"მარიან კუშნირმა, რადიო თავისუფლების ომის რეპორტიორმა კიევის ოლქში დრონები იერიშის შედეგად ცეცხლმოდებული ბინიდან გამოიყვანა ოთხი წლის ბავშვი. ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ადამიანები ჰყავს...“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიმამაცისთვის“ ორდენებით დააჯილდოვა უკრაინელი მეომარი ვლადისლავ როჟკოვსკი და რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის რეპორტიორი მარიან კუშნირი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ის პლატფორმაზე დაწერა:

„სიმამაცისთვის“ ორდენები გადავეცი მეომარ ვლადისლავ როჟკოვსკის და ომის რეპორტიორ მარიან კუშნირს, რუსეთის დაბომბვის შემდეგ ადამიანების გადარჩენისთვის.

93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის - „ხოლოდნი იარის“ სერჟანტმა ვლადისლავმა (მეტსახელით - ომარი), გასულ კვირაში ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელზე დრონების გამოყენებით რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ადამიანები გადაარჩინა. ვლადისლავი მატარებელში იყო ერთ-ერთი 200-ზე მეტ მგზავრს შორის. დაბომბვის შემდეგ, მყისიერად ის შეუდგა ადამიანების ევაკუაციაში დახმარებას და უწევდა სამედიცინო დახმარებას, ვისაც ეს სჭირდებოდა.

მარიან კუშნირმა, რადიო თავისუფლების ომის რეპორტიორმა კიევის ოლქში დრონები იერიშის შედეგად ცეცხლმოდებული ბინიდან გამოიყვანა ოთხი წლის ბავშვი. ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ადამიანები ჰყავს. გმადლობთ თქვენი თანაგანცდისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის - როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ზურგში. სწორედ მათი მსგავსი ადამიანების წყალობით დგას ჩვენი ქვეყანა მტკიცედ და ებრძვის მტერს. გმადლობთ!“

ვლადისლავ როჟკოვსკი უკრაინის არმიაში მსახურობს 2022 წლის მაისიდან. მონაწილეობდა მტრის შეკავების ოპერაციებში ხარკოვსა და დონბასში. მისი ხელმძღვანელობით განადგურდა მტრის სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა.

გასულ კვირაში, რუსეთის მხრიდან სამგზავრო მატარებელზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.

მარიან კუშნირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აშუქებს რთულ მიმართულებებზე მუშაობს - კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. 2022 წლის მარტში კიევის ოლქზე რუსეთის შეტევისას მან კონტუზია მიიღო. იმავე წელს უკრაინის პრეზიდენტმა ის დააჯილდოვა ორდენით "დამსახურებისთვის". მარიან კუშნირი არის ჟურნალისტური პრემიის - "პროფესიული ღირსების" 2022 და 2024 წლების ლაურეატი.

28 იანვარს ღამით რუსეთის მიერ კიევის ოლქში, ბელოგოროდოკში საცხოვრებელ სახლში მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპნენ ქალი და მამაკაცი. იმავე, ცეცხლმოკიდებული ბინიდან მარიან კუშნირმა მოახერხა ოთხი წლის ბავშვის გამოყვანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG