Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოლბემ განაცხადა


ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოლბემ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უზბეკეთს დასახმარებლად ასი მილიონი დოლარი გამოუყო.

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოლბემ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უზბეკეთს დასახმარებლად ასი მილიონი დოლარი გამოუყო.
კოლბე უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს შეხვდა დღეს ტაშკენტში და ქებით მოიხსენია ის ფაქტი, რომ უზბეკეთმა, ავღანეთში სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად თავისი საჰაერო ბაზით სარგებლობა შესთავაზა მყისვე შეერთებულ შტატებს. ხანაბადის საჰაერო ბაზაზე 1000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. ჯიმ კოლბე, უცხოეთში სამხედრო ოპერაციებისთვის სახსრების გამოყოფის ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში.
XS
SM
MD
LG