Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოულოდნელად ეწვია ერაყს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოულოდნელად ეწვია ერაყს
და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ქალაქ მოსულში რამსფელდი ესტუმრა ჰოსპიტალს, სადაც სამშაბათს, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მოწყობილი თავდასხმისას დაჭრილი ჯარისკაცები წვანან. იმ თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 18 - ამერიკელი. მოსულის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას რამსფელდმა განაცხადა: [დონალდ რამსფელდის ხმა] "როცა ასეთი თავდასხმის ამბავს შეიტყობ, უნებლიეთ გებადება კითხვა: როგორ შეიძლება, ეს ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც 25 მილიონი ადამიანი გათავისუფლებულ იქნა? დიახ, მაინც ხდება მეამბოხეთა თავდასხმები, თვიდან თვემდე. მაგრამ ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ." თავდასხმის გარემოებათა გამოძიების მსვლელობაში დადგენილ იქნა, რომ აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელსაც, როგორც ჩანს, ერაყის სამთავრობო ჯარის ფორმა ეცვა. ამის შესახებ გამოაცხადა მოსულის სამხედრო ბაზის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა კარტერ ჰემმა.
XS
SM
MD
LG