Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს კათოლიკეები რომის პაპის იოანე-პავლე


მსოფლიოს კათოლიკეები რომის პაპის იოანე-პავლე მეორისთვის ლოცულობენ. ის ხუთშაბათიდან რომის

მსოფლიოს კათოლიკეები რომის პაპის იოანე-პავლე მეორისთვის ლოცულობენ. ის ხუთშაბათიდან რომის
ჰოსპიტალში იმყოფება. სუნთქვის პრობლემის შემსუბუქებისთვის მას ტრაქეოტომია ჩაუტარდა. პარასკევს პაპი კოლუმბიის კარდინალმა ალფონსო ლოპეს ტრუჰიომ მოინახულა და თქვა, რომ იოანე-პავლე მეორე "ძალიან მშვიდი" იყო. პარასკევსვე პაპი ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ მოინახულეს. ვატიკანის წარმომადგენლის განცხადებით, 84 წლის პაპი რესპირატორის გარეშე სუნთქავს. მას არ აღმოაჩნდა ფილტვის ინფექცია. მიმდინარე თვეში გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირატორული პრობლემების გამო რომის პაპი მეორედ მოხვდა საავადმყოფოში.
XS
SM
MD
LG