Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამთავრობო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უკრაინას ეწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უკრაინას ეწვია.

სახელმწიფო კანცელარიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-უკრაინის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. ხვალ ნოღაიდელი თავის უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშენკოს შეხვდება. მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტთა პაკეტს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ხვალვე, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიღებს. დაგეგმილია, აგრეთვე, ნოღაიდელის შეხვედრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ლიტვინთან.
XS
SM
MD
LG