Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში


გასულ კვირაში, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მომხდარი არეულობის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირაში, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მომხდარი არეულობის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ იუწყება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ადამიანის უფლებათა ადგილობრივ დამცველებზე დაყრდნობით. გუშინ ანდიჟანში, სადაც ვითარება შედარებით გამოსწორდა, მრავალი დაღუპული დაკრძალეს. ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა რაოდენობას არ ამხელენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მოკლულ იქნა ათი სამხედრო მოსამსახურე. დღეს შუა აზიის ორი ქვეყნის - უზბეკეთისა და ყირგიზეთის - ოფიციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებას მართავენ, რათა დაადგნინონ, რა ბედი ეწევა რამდენიმე ასეულ უზბეკ ლტოლვილს, რომლებიც ყირგიზეთში გადავიდნენ. გუშინ უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარი ისევ გაიხსნა - მას შემდეგ, რაც სახალხო მღელვარებამ უზბეკეთში შედარებით იკლო. მაგრამ, როგორც რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი იტყობინება, ანდიჟანი ჯერჯერობით დახურულ ქალაქად რჩება.უზბეკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა ვითარება დამშვიდდა. მაგრამ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებათა თანახმად, ანდიჟანში დღეს კვლავ ისმოდა სროლა, ხოლო მღელვარება სხვა ქალაქებს გადაედო. დღესვე ტაშკენტში ოპოზიციონერთა ჯგუფმა და უფლებადამცავებმა პირველად გამოხატეს თავიანთი რისხვა მომხდარის გამო. უფლებადამცავი ჯგუფის “ მოწოდების” ხელმძღვანელმა საიდჯაჰონ ზაინაბიტდინოვმა თქვა, რომ შაბათს პახტაბადში 200 დემონსტრანტი დახოცეს. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG