Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შტატ პენსილვანიის მოქალაქეს რონალდ


ამერიკის შტატ პენსილვანიის მოქალაქეს რონალდ გრეკულას წაუყენეს ბრალდება,

ამერიკის შტატ პენსილვანიის მოქალაქეს რონალდ გრეკულას წაუყენეს ბრალდება,
რომლის თანახმადაც იგი ცდილობდა დაემზადებინა და მიეყიდა ”ალ-ყაიდას” წარმომადგენლებისათვის ასაფეთქებელი მოწყობილობა. 68 წლის გერკულა ჰიუსტონში დააკავეს ეგრეთწოდებულ ”ექსტრემისთან” შეხვედრის დროს, რომლის როლსაც გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი ასრულებდა. შტატის პროკურორმა მაიკლ შელბიმ ასეთი ქმედებას აბსლოუტურად გამართლებული უწოდა. ’’ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თუკი ვინმეს განზრახული აქვს გარიგება ტერორისტთან და შემდეგ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რათა დააზუსტოს ასეთი კომერციული გარიგების დეტალები, ჩვენ არ ვაპირებთ ველოდოთ, თუ როდის განახორციელებს ეს ადამიანი თავის განზრახვას.”
XS
SM
MD
LG