Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს რუსეთში პატივი მიაგეს წყალქვეშა


პარასკევს რუსეთში პატივი მიაგეს წყალქვეშა ნავის - "კურსკის" ეკიპაჟის 118 მეზღვაურის ხსოვნას, რომლებიც 5 წლის წინათ ბარენცის ზღვაში დაიღუპნენ.

პარასკევს რუსეთში პატივი მიაგეს წყალქვეშა ნავის - "კურსკის" ეკიპაჟის 118 მეზღვაურის ხსოვნას, რომლებიც 5 წლის წინათ ბარენცის ზღვაში დაიღუპნენ.
არადა სწორედ 5 წლის წინათ, მსოფლიო საზოგადოებრიობა გააოცა და აღაშფოთა მოსკოვის შენელებულმა რეაქციებმა და იმ დახმარებაზე უარის თქმამ, რომელიც მას , მეზღვაურთა გადასარჩენად, საზღვარგარეთის ქვეყნებმა შესთავაზეს. დღეს კურსკში მეზღვაურთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა, რომელიც ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენებისგან არის შექმნილი. დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები დაჟინებით მოითხოვენ ტრაგედიის გამოძიების გაგრძელებას. ამ წლის დასაწყისში მათ სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
XS
SM
MD
LG