Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს დელეგაცია უკრაინაში სამშობიარო სახლებიდან


ევროსაბჭოს დელეგაცია უკრაინაში სამშობიარო სახლებიდან ახალშობილთა გაუჩინარების ფაქტებს იძიებს.

ევროსაბჭოს დელეგაცია უკრაინაში სამშობიარო სახლებიდან ახალშობილთა გაუჩინარების ფაქტებს იძიებს.
ექსპერტთა ხელთ არსებული ინფორმაციით, დანაშაული ორგანოების გადანერგვის მიზნით ხდებოდა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა რუტ-გაბი ვერმოტ-მანგოლდმა განაცხადა, უკრაინაში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა 5 შემთხვევა, როცა ქალაქ ხარკოვის ნომერ მეექვსე სამშობიარო სახლიდან ბავშვები გაუჩინარდნენ. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, ვერმოტ-მანგოდის თქმით, უკრაინაში ასობით ახალშობილი გაიტაცეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი დაჟინებით მოითხოვს, რომ ხსენებული საქმე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გამოიძიოს.
XS
SM
MD
LG